დიდი ხნის საუკეთესო მეგობრები რავენი და ჩელსი ერთ ჭერქვეშ გადადიან საცხოვრებლად. ორივე განქორწინებული მარტოხელა დედაა. რავენი ზრდის 11 წლის ტყუპებს -ბუკერს და ნიას. ჩელსი - 9 წლის ბიჭს რევის. მათთან ხშირადაა ტყუპების საუკეთესო მეგობარი და მეზობელი ტესი. შვილებისგან მალულად რავენი ხედავს მომავალს, ხოლო დედისგან მალულად, ბუკერიც მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მასაც იგივე, წინასწარმეტყველების, უნარი აქვს. მოვლენები უკიდურესაც სასაცილოდ ვითარდება, როდესაც რავენისა და ბუკერის ხედვები წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში, ისინი ახერხებენ ყველაფრის მოგვარებას როგორც ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი.